ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები
28 აპრილი, 2015
ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის საქართველოს განყოფილებისა და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, ლაშა შაყულაშვილის, ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია-დისკუსია თემაზე - ,,ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები".

საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა პროექტ ,,Model PACE 2015"-ის ფარგლებში. ლექციის მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა ,,Model PACE 2015"-ის მონაწილეთა შერჩევის დროს. 

მომხსენებელი იყო ასისტენტ-პროფესორი და მკლევარი ნანა გოგოხია.

,,ლიდერი ისაა, ვინც გავლენას ახდენს ინდივიდზე ან ჯგუფზე მიზნების მისაღწევად. სადაც ორი ან სამი ადამიანია, ყალიბდება ლიდერი. ეს კონკრეტული ფასეულობებით ხდება. ლიდერის კვლევა ამერიკაში ხდებოდა ჯარში - როგორი ლიდერი ჭირდებოდა ჯარს. კვლევის დროს გამოიკვეთა სამასი თვისება, რომელიც ლიდერს უნდა ჰქონდეს, თუმცა, მოგვიანებით ეს რიცხვი ოთხმოცამდე შემცირდა. ლიდერებად იბადებიან, თუმცა, თუ ადამიანი მოინდომებს, შეიძლება ჩამოყალიბდეს ლიდერად. ამისთვის საჭიროა ქარიზმა, რომელიც ნიჭია, მაგრამ შრომითაც შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ამას. ქარიზმად შეიძლება მიიჩნიოს ის, როცა ოთხი წუთი გაქვთ ადამიანისთვის საკუთარი თავის წარსადგენად. ლიდერობისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა საჭირო: ღიმილი, მიმიკა, სიარულის მანერა, სხეულის ენის ცოდნა. ასევე მნიშვნელოვანია განწყობაც. თანამედროვე ლიდერია ის, ვისაც შეუძლია ინსპირაცია" - განაცხადა ნანა გოგოხიამ. 

ლექციაზე სიტყვით წარდგა ლაშა შაყულაშვილიც: ,,როდესაც ახალგაზრდა წარმომადგენელი ხარ, ხშირად აქვთ კითხვები, რამდენად სერიოზულად დააყენებ თავს. სავიზიტო ბარათებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკაში ყოფნისას ჩემი სავიზიტო ბარათები ბრაილის შრიფტითაც დავამზადებინე".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary