ქართველებს ეშინიათ ლიტერატურის
02 მაისი, 2015
ქართველებს ეშინიათ ლიტერატურის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,წიგნის სახლში" ბახტრიონზე ინტელექტუალური კლუბის - ,,წიგნის მეგობრების" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პოეტ, მთარგმნელ, ლიტერატურათმცოდნე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორ ზაალ ჩხეიძესთან თემაზე - ,,ქართველებს ეშინიათ ლიტერატურის".

,,ქართველებს ლიტერატურის ეშინიათ" - ეს ფრაზა ჩემი მოფიქრებული არ არის. 1900-იან წლებში სიგლერი მუშაობდა რეპორტიორად. როდესაც იგი მივიდა ჯეკ ლონდონთან ინტერვიუს ჩასაწერად, უამბო ისტორია, რომლის მიხედვითაც ჯეკ ლონდონმა ნაწარმოები შექმნა. ზემოთ აღნიშნული ფრაზა ეკუთვნის სიგლერს. იგი ამბობდა, რომ ,,ამერიკელებს ლიტერატურის ეშინიათ". მან ერთ-ერთი მნიშნელოვანი სიტყვა დაამკვიდრა ინგლისურშიც - ბერიტი. სწორედ მისი რომანების მეშვეობით გახდა პოპულარული ეს ტერმინი" - განაცხადა ზაალ ჩხეიძემ.

ლიტერატურათმცოდნემ ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც: ,,ჩვენთან გაცილებით ცუდადაა საქმე. ლიტერატურის ეშინიათ მწერლებს, პოეტებსა და მკითხველებს. მწერალი უნდა იყოს მამაცი, თუმცა, არ მოეთხოვება იყოს წესიერი ადამიანი. ცნობილი მწერლები სულაც არ ყოფილან კარგი ადამიანები - გალაკტიონის თამადობით. სიმართლე გითხრათ, მწერლებს უფრო ეშინიათ ლიტერატურის, ვიდრე მკითხველებს" - აღნიშნა მომხსენებელმა.

მან დამსწრეებს ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, სიტყები შეახსენა: ,,თქვენ შეგიძლიათ დაგვამარცხოთ, მაგრამ ვერ დაგვარწმუნებთ".

საჯარო ლექციას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary