ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები - შეხვედრა თსუ-ში
04 მაისი, 2015
 ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები - შეხვედრა თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტ ვალდის ზატლერსთან შეხვედრა გაიმართა თემაზე - ,,ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები".

შეხვედრა ევროპის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მომხსენებლებს შორის თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავაც იყო, რომელმაც ვალდის ზატლერსის პიროვნებასა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

ლატვიის ექსპრეზიდენტი სხვადასხვა საკითხთან ერთდ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობებს შეეხო. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს ჩატარებული რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული წვრთნები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დაშინების მცდელობას ემსახურება. 

შეხვერას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ:
,,როგორც ყველა ქართველისათვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყნის ექსპრეზიდენტი უძღვება" - აღნიშნა თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლემ ირაკლი გაბიძაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


შეგახსენებთ, ვალდის ზატლერსი ლატვიის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში იყო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary