სტუდენტური პროექტის Sapere Aude ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტმა გიორგი კობახიძემ მოხსენება გააკეთა თემაზე - ,,ქალთა ჩაგვრა და მარქსიზმი".
,,ძირითადი თემა არის პოლემიკა ორ ბანაკს შორის: ხდება თუ არა ქალის ემანსიპაცია. უტოპიური სოციალისტები ამ თემაზე აკეთებდნენ ძირითად აქცენტს. მათი აზრით, ქალი უნდა იყოს ლეგალურად თანასწორი. აქ ოჯახის გაუქმების იდეაცაა. თანამედროვე ფემინისტი ანა ჟაკერი მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმი და სოციალიზმი განუყოფელია. ენგელსი კი საუბრობს ქალთა ჩაგვრის წარმოშობაზე. იგი ამბობს, რომ პირველი კლასობრივი ანტაგონიზმი გაჩნდა მაშინ, როცა წარმოიშვა ანტაგონიზმი ქალსა და მამაკაცს შორის. მარქსი ბურჟუაზიულ ოჯახს განიხილავდა, როგორც საკუთარ კაპიტალზე დაფუძნებულ ოჯახს. მარქსიცა და ენგელსიც წინააღმდეგნი არიან, გარდაიქმნას ოჯახი ბუნებრივად. არის ასეთი აზრი, ბურჟუაზიული ოჯახი ქალს განიხილავს, როგორც წარმოების ხერხს. სექსიზმის არაადეკვატურ აღქმას ვხედავ. მიმდინარეობს კამათი სიყვარულისა და თავისუფლების აღქმაზე. ლენინი ამას უყურებდა, როგორც ბურჟუაზიულ პრობლემას - ,,სიყვარულის აღქმის მოთხოვნა გაუგებარია" - ამბობს იგი" - განაცხადა გიორგი კობახიძემ.
მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.