სამეცნიერო კვლევებისა და საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად მონაცემთა ბაზა და საძიებო სისტემა შეიქმნა
07 მაისი, 2015
სამეცნიერო  კვლევებისა  და  საზღვარგარეთ  სწავლის  დაფინანსების მოსაპოვებლად   მონაცემთა  ბაზა  და  საძიებო    სისტემა  შეიქმნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პროექტი ProGeorgia  დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს" მიერ და მიზნად ისახავს დონორი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზისა და საძიებო სისტემის შექმნას.

ProGeorgia არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემის შექმნის პირველი მცდელობა. საძიებო სისტემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც დაფინანსების მოძიება სურს: საზღვარგარეთ სწავლისათვის; საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ორგანიზაციული განვითარებისათვის და ა.შ.

საძიებო სისტემის მთავარი სამიზნე აუდიტორიაა: კერძო პირები; სტუდენტები და სწავლის გაგრძელების მსურველები; აკადემიური პერსონალი, მეცნიერები; უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების/ცენტრების ადმინისტრაციული პერსონალი.

"ProGeorgia არის საძიებო სისტემის გვერდი, რომლის ამოცანაცაა, გაუადვილოს საქართველოს მოქალაქეებს, იპოვონ დამატებითი დაფინანსება სწავლის ან კვლევითი ინტერესებისთვის. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ რომელი ფონდი შეიძლება გამოიყენონ დასაფინანსებლად. ეს არის დონორი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა. საქართველოს სტუდენტებში მაღალია მოთხოვნა საზღვარგარეთ სწავლისა. ხშირ შემთხვევებში სტუდენტებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიპოვონ დაფინანსება საგანმანათლებლო მიზნებისთვის. მსგავსი სახის საძიებო სისტემები ბევრ ქვეყანაში არსებობს. ეს საძიებო სისტემა გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებზე" - განაცხადა პროექტის იდეის ავტორმა ლიკა ღლონტმა.

ხათუნა იოსელიანმა, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა, აღნიშნა: ,,ჩვენი პროგრამა არის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გვაქვს შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: უმარლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესება, სტუდენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა უმაღლეს განათლებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა სარეკლამო პროცესებში. ეს პროექტი ჩვენ დავაფინანსეთ გასული წლის შემოდგომაზე. ორგანიზაცია ,,უნი.ჯი"-მ შემოიტანა განცხადება ჩვენთან. ჩამოთვლილი პრიორიტეტებიდან ეს პროექტი ყველაზე მეტად შეესაბამება პირველ პრიორიტეტს, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მოგეხსენებათ, კვლევები და განათლება ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სწავლებისა და კვლევების ინტეგრაციას. კვლევებისათვის არასაკმარისი დაფინანსება არსებობს. ძირითადად, არის სახელმწიფო დაფინანსება, რომელსაც რუსთაველის ფონდი გასცემს, რაც ყველა მსურველისათვის არ არის საკმარისი და მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს დამატებითი დაფინანსების წყაროებზე, როგორიცაა საზღვარგარეთ არსებული ფონდები. თავიდან პროექტი გათვლილი იყო სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე, მოგვიანებით კი გაჩნდა სურვილი, რომ დამატებოდა სასწავლო გრანტებიც - სამაგისტრო, საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამები. ჯერ ვებგვერდი დასრულებული არ არის, თუმცა, უკვე არის ინფორმაცია 200-მდე ფონდისა და პროგრამის შესახებ. განახლება კიდევ მიმდინარეობს და უფრო მეტი ინფორმაცია დაემატება. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაინტერესებული პირების შესაძლებლობის გაძლიერება იმ მიმართულებით, თუ როგორ მოიძიონ გრანტები. მნიშვნელოვანია აპლიკაციის წარდგენა, რომლისთვისაც გარკვეული უნარებია საჭირო - მაგალითად, სპეციფიკური განაცხადის დაწერა. პროექტის ფარგლებში ჩამოვა ექსპერტი ევროკავშირიდან - გერმანელი. იგეგმება ტრენინგები თბილისსა და რეგიონებშიც".

გავესაუბრეთ სტუდენტსაც. ვკითხეთ, თუ როგორ შეაფასებდა მსგავს პროექტს და რა მიზნით გამოიყენებდა მას. 

,,პროექტი ძალიან კარგია. თუ მას ორგანიზება გაუკეთდება, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. პირადად მე პროქტით ვისარგებლებდი საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად" - განაცხადა მერი ჟორჟოლიანმა.

,,ჩემი აზრით, პროექტი უაღრესად საჭიროა და საქართველოსათვის, მართლაც ინოვაციურია. მისი შედეგებით სარგებლობა ბევრ სხვადასხვა პროფილის დაწესებულებასა და კერძო პირს შეუძლია, მათ შორის, მეცნიერებსაც. მე ეს განსაკუთრებულად მიმზიდველად მეჩვენება. ასე რომ, ჩემი აზრი სრულიად დადებითია ამ პროექტის მიზანზე. თუმცა, არ ვიცი, როგორია მისი განხორციელების რეალური შანსები. მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია'' - აღნიშნა ლექტორმა მარიამ ჩხარტიშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary