ტოლერანტობის იდეა კინოში
08 მაისი, 2015
 ტოლერანტობის იდეა კინოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წიგნის სახლ "ლიგამუსში" ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში კონომცოდნე თეო ხატიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – ტოლერანტობის იდეა კინოში.

შეხვედრა ინტერაქციული იყო, მსმენელმა მიიღო ინფორმაცია კინემატოგრაფიის იმ ნიმუშების შესახებ, რომელთა საშუალებითაც რეჟისორებმა საფუძველი ჩაუყარეს ტოლერანტობის იდეის გავრცელებას, შემწყნარებლური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული გარემოს ტყვეობიდან გამოსვლას. 

მომხსენებელმა ისაუბრა ტოლერანტული ფილმების საწყის ეტაპებზე, განიხილა ფილმი "ერის დაბადება", რომელიც ეხება რასისტული განწყობების ღია წარმოჩენას, აშშ–ის სამოქალაქო ომსა და თეთრკანიანი გოგოს ისტორიას, რომელიც შავკანიანმა მამაკაცმა გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. ამ ფილმით რეჟისორი ერთგვარად შავკანიანებსა და თეთრკანიანებს ადარებს ორ საპირისპირო გრძნობას, სიკეთესა და ბოროტებას. 

თეო ხატიაშვილმა განიხილა ასევე ფილმი "შეუწყნარებლობა", რომელშიც ასახულია ისტორიული სინამდვილე. მსმენელთან ერთად განიხილეს ასევე ფრაგმენტები ფილმებიდან: "ყველა ერთი, ღმერთი კი ყველას წინააღმდეგ", "ნახვამდის ბავშვებო", "გადაჯაჭვულნი" და "ფილადელფია". თითოეული მათგანი ეხება სხვადასხვა არატოლერანტულ განწყობას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას, ქალთა დისკრიმინაციას და ა.შ.

როგორც თეო ხატიაშვილმა აღნიშნა: "მთლიანად კინოს ისტორია ეფუძნება ტოლერანტობის იდეას, კინემატოგრაფიის მიზანია პრობლემებზე კონცენტრირება და მისი რეფლექსირება, კინომ უნდა მოახერხოს რეალობის ასახვა და საშიში პრობლემების ეკრანზე გადმოტანა". 

საჯარო ლექციათა ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს 2015 წლის თებერვლიდან. 

საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია და იგი ყოველ პარასკევს 19:00 –ზე ტარდება.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary