საგამოფენო პროექტი ,,ზეწარი’’
12 მაისი, 2015
            საგამოფენო პროექტი  ,,ზეწარი’’ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საგამოფენო პროექტი "ზეწარი" წარმოადგენს სოფო ჩერქეზიშვილისა და ოლეგ ტიმჩენკოს ერთობლივ ნამუშევარს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 14 ფოტოინსტალაცია, ვიდეოარტი კონცეპტუალური გზავნილით "სად ხარ შენ ახლა".

ოლეგ ტიმჩენკოსა და სოფო ჩერქეზიშვილის ნამუშევრების ძირითადი კონცეფცია ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და სამყაროს ურთიერთკავშირს ეფუძნება. ადამიანის, კერძოდ , ხელოვანის გრძნობადი იმპულსები მუდმივ შეხებაშია გარემოსთან - ბუნებასთან. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისგან მარტო რჩებიან. 

სოფო ჩერქეზიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,,ეს არის პროექტი, რომელსაც ჰქვია ,,ზეწარი". მე და ოლეგმა წავიყვანეთ ჯგუფი ლისის ტბაზე. იქ ჯგუფის წევრებს უნდა აერჩიათ ნებისმიერი თემა და ემუშავათ ამაზე. წაღებული მქონდა ბებიაჩემის დროინდელი ზეწრები და მსურდა მათი გაშვება წყალში წარწერით - ,,სად ხარ შენ ახლა". მოვლენები ისე განვითარდა, რომ ფოტოები გადავიღეთ. ოლეგს ეს მოეწონა და თვითონაც მოინდომა ნამუშევრების გაკეთება. ფოტოებს ლიზა ოსეფაიშვილი გვიღებდა. ფოტოები იმდენად მოგვეწონა, რომ ვფიქრეთ გამოფენის გაკეთება. იქვე გადავიღეთ ვიდეოც, რომლის დემონსტირებაც გაიმართა. დავამუშავეთ ვიდეო და დავარქვი: ,,რატომაა შავი ზღვა მარილიანი". ჩვენი კურატორი ნინო გუჯაბიძეა. ის არის ავტორი ამ იდეისა. დაგვაფინანსა მერიამ".

,,ძალიან საინტერესოა სოფიოს განვითარება. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ და ის, რაც დღეს შექმნა, ჩემთვის მოულოდნელი არ იყო იმიტომ, რომ შედეგი არის ემოციური, ფსიქიკური და შემოქმედებითი განვითარება. კონცეპტუალური არტი ჩვენთვის ცოტა უცხოა. საზოგადოებისთვის შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მე ვფიქრობ, ეს არის სიღრმე შავი ზღვისა, უკიდეგანო სამყაროსი. როგორც სოფიომ ამიხსნა, კონცეფცია იყო ისეთი, რომ უნდა გაეტანა თეთრი ფარდაგი, ამ შემთხვევაში ზეწარი და ამაზე ააგო მთელი თავისი ნამუშევრები. მან ქალების ფაქტორი გამოიტანა. რატომღაც მიმაჩნია, რომ ქალების ტიპი წამოწია. ქალის ემოციები, ქალის უკიდეგანო სამყარო, ზღვა, როგორც სიმბოლო ამ უკიდეგანობისა და ერთობლიობის სინთეზში - ჩემში ასეთი შთაბეჭდილება დატოვა" - აღნიშნა დამსწრემ სალომე ჩიქოვანმა.

პროექტი განხორციელდა კავშირ ,,თანამედროვე ხელოვნების კლუბის CAC"-ს მიერ, თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფინანსური მხარდაჭერით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary