„იავნანა კაცებისთვის“
13 მაისი, 2015
„იავნანა კაცებისთვის“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მწერალთა სახლში კატო ჯავახიშვილის წიგნის ,,იავნანა კაცებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, ახალგაზრდები. ავტორმა რამდენიმე ლექსი წაუკითხა მსმენელს ახალი კრებულიდან და თავისი სათქმელი, ზოგადად, აუხსნა მკითხველს.

,,წიგნს სახელად ,,იავნანა კაცებისთვის" კი ჰქვია, მაგრამ რეალურად ის საპირისპირო ძალის მქონეა, მიზნად ისახავს გამოფხიზლებას, ხშირ შემთხვევაში, მამაკაცთა, თუმცა, არა მხოლოდ, ერთგვარი შემოლაწუნებასავითაა, რაც თვალს აუხელს და რეალურ სამყაროს დაანახებს, გამოაცოცხლებს საზოგადოებას. იავნანა იმად მოიგონეს, რომ ძილი მოჰგვაროს ადამიანს, თუნდაც კაცს, კატოს იავნანა კი აღვიძებს, აფხიზლებს და ძილს უფრთხობს მკითხველს, მეტადრე – მამაკაცს, უფრო მეტადრე – თავმოყვარეს, კიდევ უფრო მეტადრე – პოეტს. მე, როგორც ავტორის მიერ ამ წიგნის რედაქტორად გამორჩეულმა ერთ-ერთმა პირველმა მკითხველმა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს" - განაცხადა რედაქტორმა პაატა ნაცვლიშვილმა.

,,ეს კატოს უკვე მეხუთე კრებულია, მისი პოეზიაც მეტად მრავლისმომცველი, მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება" - აღნიშნა მწერალმა კახა ბაციკაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary