სტაბილური ოჯახი - ჰარმონიული საზოგადოების საფუძველი
14 მაისი, 2015
 სტაბილური  ოჯახი - ჰარმონიული  საზოგადოების  საფუძველი   ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პაატა სოფრომაძის საჯარო ლექცია თემაზე - ,,სტაბილური ოჯახი - ჰარმონიული საზოგადოების საფუძველი".

ლექციის ძირითადი თემები იყო: როგორ შევქმნათ ოჯახი, როგორ შევინარჩუნოთ მისი სტაბილურობა და ჰარმონიული ურთიერთობები ხანგრძლივი დროის განმავლობაში; რა იწვევს ოჯახურ კონფლიქტებსა და განქორწინებას და როგორ შეიძლება მათი პრევენცია; როგორ აისახება განქორწინებათა რიცხვი ქვეყნის დემოგრაფიულ მონაცემებზე, შვილის ყოლის შემთხვევაში მოზარდის ფსიქიკასა და იმ მიკროსოციუმზე, რომელშიც წყვილი ცხოვრობს.

,,ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მეორე წელია ხორციელდება. ორმოცზე მეტი საჯარო ლექცია გვაქვს ჩატარებული. თემატიკა მრავალფეროვანია და განსხვავებული, ასევე რესპონდენტებიც. ჩვენი საჯარო ლექციების კურსი დააინტერესებს საზოგადოების ნებისმიერ ფენას, ასაკს. ესაა სტუდენტებისთვისაც, მეცნიერებისთვისაც, მკვლევარისთვისაც. ლექციები ტარდება ლარის კურსზე, ოჯახის სიმყარეზე, პოეზიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე. ჩვენი ლექციები მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის აქტუალური თემების წინ წამოწევას, ამ თემების შესახებ მაქსიმალურად მეტი და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის. ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ სტუმარს შევახსენებ, რომ ლექციებზე დასწრება არის უფასო. ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე" - აღნიშნა ორგანიზატორმა მაია შონიამ.

როგორც პაატა სოფრომაძემ აღნიშნა: ,,არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით ბავშვი იღებს ქცევას მშობლისგან და როცა ბავშვის სქესის მშობელი არ არის ოჯახში, იგი არასრულყოფილი იზრდება. ოჯახი სტაბილური უნდა გახდეს. რა ანგრევს ოჯახს? - იმედგაცრუება. როგორიც წარმოედგინა პარტნიორი, ისეთი არ აღმოჩნა. პარტნიორზე ინფორმაცია უნდა გვქონდეს. არის რაღაც ფაქტორები, რომლებიც იზიდავენ ადამიანებს, ხოლო მეორენი - განიზიდავენ. მომწიფებულობა არის აუცილებელი პირობა. აქ იგულისხმება ფსიქოლოგიური მომწიფებულობაც. მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაც. ვაცადოთ ბავშვს გახდეს ის, ვინც უნდა. ვცეთ პატივი მის გადაწყვეტილებას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary