პროექტის ,,უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)” პრეზენტაცია
15 მაისი, 2015
პროექტის ,,უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)” პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის ,,უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)" და ალბომის ,,ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები" (ქართულად და ინგლისურად) პრეზენტაცია გაიმართა.

ასევე გამოიფინა ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები მოჭედილი ყდებით.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ცენტრის ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ. მისი თქმით, ამ პროექტს აქვს საერთაშორისო დონის მნიშვნელობა, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვისა და წარმოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.

ღონისძიებაზე მყოფმა სტუდენტმა ქეთევან გონგაძემ აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები: ,,კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის სასცოცხლოდ აუცილებელია ამ ნიმუშებზე განსაკუთრებული ზრუნვა, რაც გულისხმობს მათ რესტავრაციას. ამ პირობებს ზედმიწევნით გულმოდგინედ ასრულებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რაც მისასალმებელია. ასევე მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს გაცნობა საზოგადოებისათვის, რათა საქმის კურსში იყვნენ ერის კულტურულ ცხოვრებასთან მიმართებაში და დააფასონ კულტურული მემკვიდრეობა".

კვლევით პროცესში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ იტალიელი რესტავრატორი, ლითონის კონსერვაციის სპეციალისტი მარია კრისტინა პასერი და ქართველო გემოლოგი ია ახვლედიანი. 

ქართველი გემოლოგი და კვლევის მონაწილე ია ახვლედიანი საუბრობდა შედეგებსა და წარმატებებზე, რომელსაც მიაღწიეს: ,,მოცემულმა პროექტმა შექმნა ერთგვარი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც შემდგომ კვლევებში გავაგრძელებთ მუშაობას, ეს პროექტი არამარტო დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობისაა, არამედ მისი მეშვეობით მივიღეთ სამომავლო გამოცდილება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary