SMART STUDENTS-ის წამახალისებელი პროგრამა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
19 მაისი, 2015
SMART STUDENTS-ის წამახალისებელი პროგრამა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამის SMART STUDENTS ფარგლებში ყველა საუკეთესო პირველკურსელს ტრენინგი ჩაუტარდა თემაზე - "კარიერული წინსვლა".

ტრენინგს სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორი, HR თანამშრომელთა გილდიის დირექტორი ლილი ბიბილაშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრაზე სტუდენტებისთვის ცნობილი გახდა, თუ როგორ შეიძლება ნაკლებად ძლიერი მხარეების გაძლიერება, რა მნიშვნელობა აქვს ემოციების მართვასა და სხეულის კონტროლს. 

სტუდენტებმა საფუძვლიანად შეისწავლეს რეზიუმეს წერა, გაიგეს რა დროს რა ინფორმაციის მითითებაა მათთვის მომგებიანი. ტრენინგზე ისაუბრეს 50 მიზეზზე, რის გამოც შეიძლება დამსაქმებელმა უარი თქვას კადრის დაქირავებაზე.
ლილი ბიბილაშვილმა პირველკურსელებს ურჩია, არასდროს უღალატონ საკუთარ ღირებულებებს. მათ ასაკში სასურველია არა ხელფასზე, არამედ ცოდნასა და გამოცდილებაზე კონცენტრირება. 

,,მე, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს მსგავსი პროგრამებისთვის, ყველა ფაკულტეტიდან აარჩიეს 10 ბავშვი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აკადემიური მოსწრებით. ამ პროექტის ფარგლებში გვიტარდება ტრენინგები, რაც ჩვენი პროფესიული ზრდისთვის საუკეთესო საშუალებაა და უზრუნველყოფს შემდგომში ჩვენს წარმატებასა და კარიერულ წინსვლას" - განაცხადა სტუდენტმა მერი ვაშაყმაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary