მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დღეს დაიწყო
21 მაისი, 2015
 მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დღეს დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა) ჩააბარებენ.

გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. 4 საგანი (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) მოსწავლეებმა მე-11 კლასის ბოლოს ჩააბარეს. 

დღეს გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 166-ე სკოლაში დაესწრო.

გამოცდებისათვის 44 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ, რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

,,გამოცდის ჩაბარება, ზღვარის გადალახვა არც ისე რთულია, თუმცა, მოითხოვს დეტალურ ცოდნას, გაცემული პასუხის მიხედვით სისტემა ან ართულებს, ან ამარტივებს მომდევნო შეკითხვას" - აღნიშნა 166-ე სკოლის მოსწავლემ ნიკა გელაშვილმა.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემის მაქსიმალური დაცულობისათვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობას ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary