ფრანც კაფკას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო
03 ივლისი, 2013
ფრანც კაფკას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გამომცემლობა ,,პეგასმა" ფრანც კაფკას იუბილესთან დაკავშირებით, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში, ფრანც კაფკას წიგნის პრეზენტაცია გამართა. გამოცემა რამდენიმე ქართველი მთარგმნელის მიერ თარგმნილ რჩეულ მოთხრობებს მოიცავს.

მარინე ცხადაიას, გამომცემლობა ,,პეგასის" ხელმძღვანელის თქმით, გამომცემლობა ,,პეგასი" ყოველთვის ეხმიანება საერთაშორისო ღირსშესანიშნავ თარიღებს. ,,წლევანდელი წელი არის ფრანც კაფკას საიუბილეო წელი, ამ თარიღს გამომცემლობამ მიუძღვნა ფრანც კაფკას რჩეული მოთხრობების კრებული. მისი შემოქმედება აკრძალული იყო დ მხოლოდ ფრაგმენტულად იბეჭდებოდა. ჩვენ მიზნად დავისახეთ გაფანტული მოთხრობების შეგროვება, დამატებით ითარგმნა 20 მოთხრობა"-აღნიშნა მარინე ცხადაიამ.

რედაქტორისა და კრიტიკოსის, გიორგი კაკაბაძის, თქმით, კაფკას მოთხობების კრებულის ეს წიგნი საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ამ დრომდე ქართულ ენაზე გამოცემულა, მასში თავმოყრილია კაფკას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.

წიგნში შესული ნაწარმოებების ერთ-ერთი მთარგმნელის ხათუნა კოპალეიშვილის თქმით, ეს წიგნი ქართველი მკითხველისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთერებით კი ახალგაზრდებისათვის: ,,ჩვენი ახალგაზრდები რუსულად ვერ კითხულობენ, გერმანული ენა კი უმეტეს შემთხევაში არ იციან, ამიტომ მათთვის ეს წიგნია კარგი საშუალებაა, გაეცნონ კაფკას შემოქმედებას ქართულ ენაზე".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary