ჩინური ენის სასწავლო სახელმძღვანელო თავისუფალი უნივერსიტეტისგან
23 მაისი, 2015
ჩინური ენის სასწავლო სახელმძღვანელო თავისუფალი უნივერსიტეტისგან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩინური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. "ჩინური ენის პრაქტიკული კურსი" თავისუფალი უნივერსიტეტისა და "კონფუცის ინსტიტუტის" მიერ მომზადდა. სახელმძღვანელო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ხელშეწყობით, თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.

პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი იუე ბინიც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა თავისუფალი უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის პროფესორებს სახელმძღვანელოს მომზადებისთვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. ელჩის თქმით ეს წიგნი ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს არა მხოლოდ ჩინური ენის, არამედ ჩინეთის ისტორიისა და მისი კულტურის გაცნობაში.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორისა და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის მარინა ჯიბლაძის განცხადებით, "ჩინური ენის პრაქტიკული კურსი" ძალიან კარგი საფუძველია მათთვის, ვისაც ჩინური ენის შესწავლა აქვს გადაწყვეტილი.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის, დავით პაპაშვილის თქმით, უცხო ენის პროფესიონალურ დონეზე შესწავლის მსურველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე დაწერილი ისეთი სახელმძღვანელოს არსებობა, როგორიც „ჩინური ენის პრაქტიკული კურსია“.

პრეზენტაციის შემდეგ კონკურსი "ჩინური ენის ხიდი" ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან: ჩინურ ენაზე მოხსენება, კითხვა-პასუხი ჩინეთის შესახებ და შემოქმედებითი ნაწილი.
გამარჯვებული მოსაწავლეები ჩინეთში გაემგზავრებიან.

ერთი კვირის შემდეგ ანალოგიური კონკურსი უკვე სტუდენტებისთვის გაიმართება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary