ბაქსვუდის სკოლა სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების მსურველთა მობილიზებას იწყებს
14 ივნისი, 2015
ბაქსვუდის სკოლა სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების მსურველთა მობილიზებას იწყებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბაქსვუდის სკოლის ხელმძღვანელობა მოხალისე ახალგაზრდების შეკრებას იწყებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორის, არჩილ სუმბაძის განცხადებით: "ახლა აქტიურად ვმუშაობთ სკოლის სახელით მოხალისეთა ჯგუფის შექმნაზე. ამ წუთისთვის რაიმე კონკრეტულის თქმა გაგვიჭირდება, მაგრამ დავიწყეთ იმ ახალგაზრდების შეკრება, რომელთაც აქვთ დრო და მზაობა იმისა, რომ სასარგებლო გააკეთონ საკუთარი ქვეყნისა და დაზარალებული ადამიანებისათვის. ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია: გვსურს ჩავერთოთ საქმეში, რომელიც სრულიად უსაფრთხო იქნება უმცროსი ასაკის მოხალისეებისათვის".

როგორც ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელმა მურთაზ თაკალანძემ აღნიშნა: "ამ დრომდე ჩვენ მიერ შექმნილ ბაზაზე რეგისტრირებულია 790 ადამიანი. ჩვენი გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს იმ საქმეების შესახებ, რაც არსებობს მოხალისებისთვის. მათ ვისაც სურთ ჩართვა, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ: https://docs.google.com/forms/d/1yFbr8unE5ZbsDNZ_UQ53rsvS3USg9z2QdMDBVWC8qUk/viewform".


ბაქსვუდის ავტობუსები დღეს17:00 საათიდან დადგებიან ორ ადგილზე: თავისუფლების მეტროს წინ და ვაკეში, 55-ე საჯარო სკოლის წინ.

"ნებისმიერი პირველადი მოხმარების ნივთი ან ნაკლებადფუჭებადი პროდუქტი შეგიძლიათ მიიტანოთ ამ ადგილებზე და ჩვენი მოხალისეები ყველა ნივთის დაზარალებულებამდე მიტანას უზრუნველყოფენ" - განაცხადა მურთაზ თაკალანძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary