გორგასლის უნივერსიტეტს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ეწვია.
გორგასლის სასწავლო უნივერსიტეტსა და სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
"დღეს გაფორმდა მნიშვნელოვანი მემორანდუმი. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას სასამართლოში გაივლიან, აიმაღლებენ კვალიფიკაციას, რაც ჩვენი უნივერსიტეტისა და სტუდენტების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია" - განაცხადა გორგასლის უნივერსიტეტის რექტორმა მზია ქათამაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ისაუბრა სასამართლო ცვლილებებზე, მის მიუკერძოებლობაზე, ხელფასებზე, რეფორმებზე, ასევე, სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე - სასამართლოში დასაქმებაზე, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლაზე.
"დღეს გორგასლის უნივერსიტეტს ესტუმრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებას, პრაქტიკის გავლასა და კარიერულ განვითარებას. მივესალმები აღნიშნულ ფაქტს და იმედი მაქვს, შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობები და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელს შეუწყობს ამ მხრივ, როგორც სტუდენტების სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე დასაქმებას" - აღნიშნა გორგასლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა დათო თორიამ.