"ილიაუნი" სტიქიით დაზარალებულებს კვებასა და ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
16 ივნისი, 2015
"ილიაუნი" სტიქიით დაზარალებულებს კვებასა და ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გაიხსნება პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი.

ცენტრი იმუშავებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 18:00 საათამდე. სერვისის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2223243; 2220548; 2231018.

ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია "უნიფუდი" ვაკის რაიონის გამგეობის მეშვეობით 7 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 70 ადამიანის სრულყოფილ ერთჯერად კვებას; ასევე, უნივერსიტეტი თავის თავზე აიღებს კვებასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე (დედოფლისწყარო, ყაზბეგი, აბასთუმანი) მოზარდებისთვის გაიმართება ერთკვირიანი საზაფხულო სკოლები. სკოლაში მონაწილე მოზარდებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სამჯერად კვებას, სასწავლო მასალას, ტრანსპორტირებასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary