შეხვედრა მოგზაურებთან ილიაუნიში
20 ოქტომბერი, 2015
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა The Pilgreens-ის წარმომადგენლებთან.

პროექტის წევრებმა დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევარებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

The Pilgreens-ის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას მზის ენერგიის დადებითი მხარეები და მისი გამოყენების პერსპექტივები. მათი თქმით, ეს რესურსი ჯერაც აუთვისებელი და გამოუყენებელია. მოხალისეები მზისა და ელექტროენერგიაზე მომუშავე უცნაური ტრანსპორტით Tuk-Tuk-ით მოგზაურობენ ტაილანდიდან საფრანგეთისკენ. საბოლოო დანიშნულების ადგილი კი პარიზია, სადაც 2015 წლის დეკემბერში გაიმართება COP21 - გაეროს კონფერენცია კლიმატის საკითხებზე. გზად ისინი გაივლიან 15 ქვეყანას, დაფარავენ 22 000 კილომეტრს და გამართავენ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტში მზის ენერგიასა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დაინტერესებულ პირებს აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ საიტზე: http://the-pilgreens.com/

პროექტის პრეზენტაცია ილიაუნის სამეცნიერო კაფის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მოხალისეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სამომავლო გეგმები და მათი მთავარი მიზანი - ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მსოფლიო კლიმატური ცვლილებების საკითხში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary