„სხეულის ობიექტი - ხელოვნების ეკოლოგია“
21 ოქტომბერი, 2015
„სხეულის ობიექტი - ხელოვნების ეკოლოგია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა "the body object – ecology of the art" გაიხნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტო- და ვიდეომასალა, რომელზეც თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იმუშავეს. 

პროექტის მიზანია, ასახოს ადამიანის ჩარევა ბუნებაში. ახალგაზრდა არტისტებმა "სხეულის ობიექტის" შექმნისთვის გამოიყენეს სურრეალიზმი, რათა უკეთ გადმოეცათ კონცეფციის აზრი. პროექტის ერთ-ერთი მონაწილის ნინო ჭელიას თქმით, პროექტის მთავარი თემა არის ეკოლოგია და ხელოვნება. "სტუდენტები ხელოვნების საშუალებით ცდილობენ, გააპროტესტონ ადამიანის ბუნებაში ჩარევა" - აღნიშნა ნინო ჭელიამ.

როგორც პროექტის ავტორმა ლიზა ოსეფაშვილმა გვითხრა: "პროექტი დაეხმარება სტუდენტებს ახალი გამოცდილების მიღებაში და სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახდება".

გამოფენა 21 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნა და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან მერიის კულტურის ღონისძიების ცენტრი და თბილისის ეროვნული მუზეუმი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary