თსუ-ს სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ
21 ოქტომბერი, 2015
თსუ-ს სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს.

ისინი რექტორის გადადგომასა და უნივერსიტეტში მიმდინარე შიდა პროცესებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. 

როგორც თვითმმართველობის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ ფარულავამ განაცხადა: "სტუდენტებს უჭირთ განათლების მიღება, ვინაიდან ლექტორები აცდენენ ლექციას. მოუწესრიგებელია შიდა საგამოცდო ცენტრები, გაუმართავია ბაზები, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ საგნების არჩევას. უნივერსიტეტში მიმდინარეობს ფინანსური მაქინაციები ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენი სურვილია, გადადგეს ვლადიმერ პაპავა და მოხდეს მთლიანად ადმინისტრაციის განახლება. სტუდენტებმა თვითონ უნდა აირჩიონ ადმინისტრაციის წევრები და მომავალში აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვართ" - განაცხადა ოთარ ფარულავამ.

აქციის მონაწილე სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადა დღეს 22:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც განაცხადეს, შიმშილობას დაიწყებენ. 

აღნიშნული მოთხოვნა აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ვლადიმერ პაპავას კაბინეტთან გამოთქვეს, სადაც აქციამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა. 

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ რექტორმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. მათივე თქმით, მიტანილი აქვთ უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ფოტომასალა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary