კინოჩვენება სამხატვრო აკადემიის ეზოში
03 ივლისი, 2013
კინოჩვენება სამხატვრო აკადემიის ეზოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს სამხატვრო აკადემიის ეზოში კინოჩვენება გაიმართა.
კინოჩვენების ორგანიზატრი ამავე უნივერსიტეტის თვითმართველობა იყო. აკადემიის ეზო სავსე იყო ახალგაზრდებით და მათ საერთო მიზანს წარმოადგენდა F5-ის ყურება. F5 მოიცავს რვა კინონოველას, რომელიც ერთგვარი მიქსია რეალური და ილუზიური სამყაროსი.
F5-ში წარმოდგენილია სხვადასხვა ჯგუფის მუსიკალური კომპოზიციები. მაგალითად, Kung Fu Junkies, TeTe, Landmark, Stia, Zurgi, Catch the clouds, Pornopoezia, Svansikh.
მუსიკაზე დაყრდნობით არის განპირობებული თითოეული ნოველის სიუჟეტიც და ესთეტიკაც. F5 არის პირველი პრეცენდენტი ქართული კინოს ისტორიაში, როდესაც ერთდროულად იქმნება სამი ჟანრის: მხატვრულის, დოკუმენტურისა და მუსიკალურის კონგლომერატი. მაყურებლისთვის ეს სიახლე მოულოდნელი იყო და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თამარ ინაშვილმა განაცხადა "F5 არის საინტერესო, როგორც შინაარსობრივად, ისე სიუჟეტურად".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary