კარიერული წინსვლა
22 ოქტომბერი, 2015
კარიერული წინსვლა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია გაიმართა - "ადამიანებზე ეფექტის მოხდენის ხელოვნება და კონტაქტების როლი კარიერულ წინსვლაში".

ლექციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის ლექტორი და კომპანია "ვივუს"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი გურამ შეროზია.

"ლექციაზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა, გასაუბრებისთვის მომზადება და საკუთარი თავის ეფექტიანად წარმოჩენა. ეს საჯარო ლექცია განსაკუთრებით გამოადგება სამსახურის მაძიებლებს, ადამიანებს, რომლებსაც უწევთ პრეზენტაციების კეთება და გაყიდვების სფეროში დასაქმებულებს. ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება პროფესიულ და სხვა სფეროებში" - განაცხადა გურამ შეროზიამ.

ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ლექციის მიმდინარეობაში. ახალგაზრდებმა ისაუბრეს პირად გამოცდილებაზე, შეცდომებზე, რომელსაც უშვებენ გასაუბრებაზე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან მათ ურთიერთობაზე.

გურამ შეროზიამ ახალგაზრდებს საკუთარი სამსახურეობრივი გამოცდილებიდან გააცნო რამდენიმე საინტერესო სიტუაციური მაგალითი, ისაუბრა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

საჯარო ლექციის უმეტესი დრო დაეთმო ადამიანებთან ურთიერთობას, იმას, თუ როგორ ვაქციოთ უბრალო ნაცნობობა საინტერესო და სასარგებლო კონტაქტად. მომხსენებელმა ისაუბრა საზოგადოების წინაშე წარდგომის ხელოვნებასა და აუდიტორიის მართვაზე, რაც ასე აქტუალურია და თითქმის ყველა პოზიციაზე მუშაობის დროს აუცილებელია.

გურამ შეროზიას თქმით, ლექციის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება და მათი აქტიური ჩართულობა, რაც ნამდვილად შეინიშნებოდა დღევანდელ ლექციაზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary