ინოვაციების სააგენტოს შეხვედრა სტუდენტებთან
23 ოქტომბერი, 2015
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძესთან.

შეხვედრაზე სააგენტომ წარმოადგინა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში განვითარებული ტენდენციები.სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში სტარტაპ კომპანიების შექმნის შესაძლებლობის შესახებ.

სააგენტოს მთავარი მიზანია ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის გზით საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა. სააგენტოს პროგრამები ითვალისწინებს ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნას, უნარებისა და კონკურენტუნარიანობის განვითარებას, სააგენტო ასევე აფინანსებს ინოვაციურ პროექტებს, რათა შემდგომში მოხდეს მათი კომერციალიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში.

შეხვედრაზე მოხდა სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია, მათ შორის პროექტის "დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად" წარდგენაც, რომლის მიზანიცაა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab-ის დახმარებით სტუდენტებმა შექმნან კონკრეტული სტარტაპ კომპანიები, ინოვაციური პროდუქტი და სერვისები. პროექტი სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეძლევათ საშუალება დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნესიდეები.

პროექტის შესახებ დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვებგვერდზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary