უცხოეთში სწავლის ახალი შესაძლებლობა
23 ოქტომბერი, 2015
უცხოეთში სწავლის  ახალი შესაძლებლობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების "Erasmus+" პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამის პირველი აქტივობის ფარგლებში კოორდინატორები შეხვდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

"2015-2016 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმხრივ გაცვლით პროგრამებს განახორციელებს 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ილიაუნი წინა წლებშიც თანამშრომლობდა და წინამორბედი პროგრამა "Erasmus Mundus" საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა. წელსაც პროგრამა დაფინანსებული მობილობის შემთხვევაში ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 800 ევროს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის სხვა უნივერსიტეტებთანაც და უახლოეს მომავალში უცხოეთში გაცვლითი პროგრამის მსურველებს მეტ უნივერსიტეტს შევთავაზებთ" - განაცხადა პროგრამის კოორდინატორმა.

გაცნობებთ, რომ გაცვლითი პროგრამა შესაძლებელია შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, ირლანიდა,ფინეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ესპანეთი, დანია, ლიტვა.

ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გაცვლითი პროგრამების დიდხნიანი გამოცდილება და ევროპის ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობა საუკეთესო შესაძლებლობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მიიღონ ევროპული განათლება პარტნიორ უნივერსიტეტებში.

შეგახსენებთ, რომ მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდება ორ ეტაპად: 2016 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი მობილობისთვის კონკურსი ჩატარდება 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო 2016 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობისთვის - 2016 წლის მარტში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary