ევროკომისიის ექსპერტის ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში
23 ოქტომბერი, 2015
ევროკომისიის ექსპერტის ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ევროკომისიის ექსპერტმა ექსპორტის საკითხებში ბრუნო ბერნარდმა კავკასიის უნივერსიტეტში ღია ლექცია ჩაატარა.

ბრუნო ბერნარდმა ლექციაზე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობაზე ექსპორტის კუთხით. მოიყვანა პრაქტიკული მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. ასევე ისაუბრა ახალი ბაზრის ათვისების პოტენციალზე ჩინეთში, ინდოეთსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მისი თქმით, ეს ქვეყნები საქართველოსთვის უფრო პერსპექტიულია, რადგან არ არის დიდი კონკურენცია, რაც გლობალური ბაზრის პირობებში პრივილეგიად შეიძლება მიიჩნიოს.

სტუდენტების თქმით, ბრუნო ბერნარდის ლექცია პროდუქტიული იყო. კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტის მარიამ პანკულაშვილის თქმით: "ლექცია ძალიან საინტერესო იყო, რადგან მომხსენებელმა სხვა კუთხით დაანახა სტუდენტებს ექსპორტის მნიშვნელობა და საქართველოს შესაძლებლობა გლობალურ ბაზარზე".

ბრუნო ბერნარდმა ასევე ისაუბრა შეზღუდული რესურსების პირობებში საკუთარი პროდუქტის წარმატებით გაყიდვაზე. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის ალექსანდრე მარუტოვის თქმით: "ჩვენ გვქონდა საშუალება, დაგვენახა რეალური ბიზნესმოვლენები და მათი გამოყენების გზები".

ღია ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მას ესწრებოდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ლექცია ინტერაქციის ხასიათს ატარებდა, ბრუნო ბერნარდმა ლექციის დასასრულს სტუდენტების კითხვებს უპასუხა და მათი სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary