სიკეთით გამქრალი ცრემლები
23 ოქტომბერი, 2015
სიკეთით გამქრალი ცრემლები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა სახელწოდებით - "სიკეთით გამქრალი ცრემლები".

ღონისძიება მოიცავდა ფოლკლორსა და პოეზიას. მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემოქმედები: კონსტატინე იამანიძე, ნიკოლოზ რიხტონი, ირაკლი ჭიკაიძე, რეზი ხოზბერუაშვილი, ოთარ დიდებაშვილი, დიმიტრი თოდაძე, ზეზვა ხარაშვილი, ლევან ხელაშვილი, სალი იოსელიანი, თორნიკე ახალკაცი, თიკო ღაჭავა, მაიკო მირზიაშვილი. 

როგორც მონაწილეებმა განაცხადეს, განსაკუთრებული სითბო მიიღეს მაყურებლისაგან. პოეტ ირაკლი ჭიკაიძის თქმით: "ღონისძიება საქველმოქმედო იყო 11 წლის მარიამის ოჯახის დასახმარებლად. ყველანი გახარებულები ვართ ჩვენი მსმენელის ერთგულებითა და იმ სითბოთი, რაც მათგან მოდიოდა. სასიხარულოა, რომ ასეთი წამოწყებები ახალგაზრდებში ხშირია. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დრო და ენერგია არ დაზოგა მოსასვლელად და მოსასმენად". 

საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საბანაძეების ოჯახს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary