სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციონიზმი ახალ ჭრილში
23 ოქტომბერი, 2015
სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციონიზმი ახალ ჭრილში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია "სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციონიზმი ახალ ჭრილში".

ლექცია გამართა ბიოლოგმა და ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარმა რედაქტორმა ლევან ბუთხუზმა. მან ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა: ღეროვანი უჯრედების კვლევის ბოლოდროინდელ მიღწევები და სხვა აღმოჩენები, რომლებიც ახალ ჭრილში გვთავაზობენ პასუხებს კითხვებზე - არის ათეიზმი, რწმენა, ან თუნდაც ახალი ტიპის რელიგია? საიდან "მოდის და საით მიდის" მორალი (განსაკუთრებით ღეროვანი უჯრედებით "მანიპულირების" ფონზე). რამდენად სჭირდება თანამედროვე მეცნიერებას კრეაციონიზმი, როგორც კონცეფცია? ქმნის თუ არა პარადიგმის ეს ცვლილება სულის უკვდავების, როგორც იმედის მოსპობის საშიშროებას?

როგორც ლევან ბუთხუზმა აღნიშნა, ლექციის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გაცნობა. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს კომუნიკაცია მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის, რადგან უზარმაზარი მეცნიერული მიღწევები და აღმოჩენები აკადემიური ენითაა დააწერილი, ხოლო ეს არ ესმით ადამიანებს, რომლებიც აკადემიური მეცნიერებით არ არიან დაკავებულები, თუმცა, აინტერესებთ, როგორ არის სამყარო მოწყობილი. მისი აზრით, საჭიროა არსებობდეს ვინმე, ვინც ინტერპრეტაციას გაუკეთებს ყველა ახალ ინფორმაციასა თუ აღმოჩენას და ადამიანებამდე მიიტანს. 

"სამწუხაროდ, არავინ არის, ვინც ინტერპრეტაციას გააკეთებს ყველა ახალი ინფორმაციისა და აღმოჩენისა, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში და ადამიანებამდე მიიტანს საღ აზრს, რაც საშუალებას გაძლევს, უფრო უკეთესი და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო" - თქვა ლევან ბუხუზმა.

ლევან ბუთხუზმა ასევე აღნიშნა, რომ National Geographic საქართველო სტუდენტებთან თანამშრომლობს. მათ შეუძლიათ გახდნენ ჟურნალის ბლოგერები, შეიძინონ გამოცდილება და ამასთან საკუთარი ნაშრომი გააცნონ საზოგადოებას. ლექციის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ მომხსენებლისთვის.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary