დისკუსია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე
24 ოქტომბერი, 2015
დისკუსია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წიგნის სახლ "ლიგამუსში" დისკუსია გაიმართა.

მას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში მაიკლ გრანტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა მოსამართლე ეკა არეშიძე და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში ნატა წნორიაშვილი გაუძღვნენ. ისინი შეხვდნენ სამართლის სკოლის მოსწავლეებს და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უარყოფით და დადებით მხარეებზე ისაუბრეს.

"ემოცია ქმნის სიტუაციის აღქმის ჩარჩოს" - განაცხადა მაიკლ გრანტმა. მან მომავალ იურისტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. მოუწოდა, რომ ყველაზე მთავარი ამ სფეროში ცივი გონებითა და ემოციების გარეშე აზროვნებაა. 

"ჩემს კარიერაში მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ეჭვმიტანილს სასამართლო პროცესზე სთხოვეს, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი ხელთათმანი გაეკეთებინა. მან შექმნა იმიტაცია, რომ არ ეტეოდა, აქედან გამომდინარე, ის გაამართლეს, მაგრამ წლების მერე მისი დანაშაული დამტკიცდა. თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრებათ" - თქვა მაიკლ გრანტმა.

მან სტუდენტებს კარიერული წინსვლა უსურვა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary