„უხილავი ბავშვები“
26 ოქტომბერი, 2015
„უხილავი ბავშვები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ როუზის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სპეციალური განათლება საქართველოსა და ევროპაში".

პროფესორმა ლექციაზე განიხილა ევროპაში ინკლუზიური განათლების მიღწევებისა და მიდგომების მრავალფეროვნება. ასევე, ყურადღება გაამახვილა ე.წ. "უხილავი ბავშვების" თემასა და ადგილობრივი თემის როლზე ინკლუზიური საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაში.ლექციის მსვლელობისას აქცენტი გააკეთა გამოსავალის ძიებაზე იმ რთული მდგომარეობიდან, რაც ჩვენს ქვეყანაშია. 

მარტინ როუზის თქმით, ევროპული ღირებულებების დანერგვა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება პროგრესისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯებია. თუმცა, ეს არ უშლის ხელს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნებას.
პროფესორმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, როცა ის ლტოლვილთა ბანაკებში სკოლებს ხსნიდა და მიგრანტებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ სავალდებულო განათლება.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გარიყვა და გაძევება დანაშაულია. საქართველოში პირველი მცდელობა 90-იან წლებში დაიწყო. 2005 წელს კი შეიცვალა კანონი ზოგადი განათლების შესახებ. თუმცა, საჭიროა მთავრობის მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მათი მონაწილეობის გაზრდა და მარგინალიზაციის შემცირება" - განაცხადა მარტინ როუზმა.

პროფესორის თქმით, მთავარი რეკომენდაციაა საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლამდელი აღზრდისა და საფეხურების საერთაშორისო სტანდარტების ჩარჩოში მოქცევა.

სწორად განხორციელებულ პროექტებს მივყავართ კარგ სოციალურ შედეგებამდე, როგორიცაა ბედნიერება, კმაყოფილება, მეგობრობის შექმნისა და შენარჩუნების უნარი, რომ მათ შეძლონ სამსახურის შოვნა, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და სრულფასოვნად ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ მარტინ როუზს საქართველოსთან ურთიერთობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ინკლუზიურ საკითხებზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary