„ყოველი ტალანტი ძვირფასია!“
28 ოქტომბერი, 2015
„ყოველი ტალანტი ძვირფასია!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" შედგა საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის აცხადებს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის.

შეხვედრის ორგანიზატორმა ანა ჩიქოვანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თს ფონდის მისია და მიზნები. ორგანიზატორის თქმით, თს ფონდის განსაკუთრებული პრიორიტეტია შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება ახალგაზრდებში, მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საინტერესო თემებზე მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია.

"კონკურსის მიზანია, აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია, დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების რეალიზაციაში, გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; ნიჭიერმა და კრეატიულმა სტუდენტებმა ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისკენ მიმართონ, ამ გზით კი ხელი შეუწყონ ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და, საბოლოოდ, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას" - განაცხადა თს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ნოსელიძემ.

გაცნობებთ, რომ პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე, საგრანტო დაფინანსების ოდენობა - 10 000 ლარი. ფონდი დასაფინანსებლად შეარჩევს საუკეთესო სტუდენტურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კომერციულად ღირებული იდეების აპრობაციას, გამოგონებების სრულყოფას, რეალიზაციას, საცდელი ნიმუშების დამზადებას, ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია და ონლაინ განცხადების შევსება შეუძლიათ ფონდის ვებგვერდზე www.tsfund.ge 2015 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary