სეკულარიზმი - დისკუსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
04 ივლისი, 2013
სეკულარიზმი - დისკუსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
4 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა დისკუსია თემაზე - "სეკულარიზმი".
"გადავწყვიტეთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩავატაროთ დისკუსიები აქტუალურ და საინტერესო თემებზე. ვცდილობთ, რომ ეს იყოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აკადემიური პროცესი. დღეს გვქონდა პირველი დისკუსია თემაზე -"სეკულარიზაცია", რაც იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ვფიქრობდით. საჯარო დისკუსიები კვლავ გაგრძელდება, ალბათ, ორი კვირის ინტერვალით"- განაცხადა მოდერატორმა გიორგი საბანაძემ.
"პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხებში არ ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, სასარგებლო და საინტერესო იყო, რადგან ისეთ თემებს შეეხნენ, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს" - აღნიშნა ლიკა ვეკუამ, რომელიც დისკუსიაში მონაწილეობდა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ემზარ ჯგერენაია, გიგა ზედაია,ზაზა შათირიშვილი, დავით ზურაბიშვილი და მოდერატორი გიორგი საბანაძე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary