პერსონალურ მონაცემთა დაცვა
30 ოქტომბერი, 2015
პერსონალურ მონაცემთა დაცვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - რეფორმის მიმდინარეობა, გამოწვევები".

თამარ ქალდანმა ისაუბრა პირადი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებაზე, რომელიც ყველა ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული. ლექციაზე საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობას, სტრუქტურასა და მიზნებს. მომხსენებლის თქმით, ინსპექტირების ფუნქციაა მოქალაქეების განცხადებების განხილვა, კონსულტაციების გაწევა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლი.

"საზოგადოებრივი ინტერესი იზრდება, პირადი ინფორმაცია სულ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პირისთვის. ეს იწვევს იმას, რომ იზღუდება ადამიანის თავისუფლება. ბუნებრივია, ადამიანის ქმედებები და ქცევები შეზღუდულია, როცა იცის, რომ მასზე დაკვირვებას აწარმოებენ. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კი ის კონსტიტუციური უფლებაა, რაც ადამიანს აქვს. ჩვენი აპარატი ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებასა და დარღვევების თავიდან არიდებას" - განაცხადა თამარ ქალდანმა.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო საუბრები, ფარული მიყურადებისა და კომპიუტერულ მონაცემებში შეღწევის შესახებ გადაწყეტილებას მოსამართლე იღებს განსაკუთრებული აუცილებლობისა და მიზნობრივი საჭიროების შემთხვევაში.

ლექციას ესწრებოდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე: http://personaldata.ge/ge/about-us/what-we-do




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary