“დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად”
02 ნოემბერი, 2015
“დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე - "დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად".

სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ხაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სააგენტოს მიზნები. გიორგი ხაჩიძემ ისაუბრა start up-ის კომერციალიზაციაზე, დაფინანსებასთან წვდომაზე, კონკურენტუნარიანობის განვითარებასა და ტრენინგებზე.
"საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ეხმარება ახალგაზრდებს იდეების გენერირებასა და ბიზნესად ქცევაში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიასთან საერთაშორისო დონეზე, წარმატებით ვახორციელებთ საქმიანობას არაერთი მიმართულებით. სწორედ მრავალპროფილურობა და დაფინანსების წყაროების მოძიება განაპირობებს იმას, რომ შეგვიძლია, ჩვენი გამოცდილება სხვა ადამიანების ბიზნესის საფუძვლად ვაქციოთ" - განაცხადა გიორგი ხაჩიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა კომპანია "გენი-ა"-ს წარმომადგენელი ნინო ბუაძე. მისი თქმით, ის ჩაერთო სააგენტოს ერთ-ერთ პროექტში, გაიარა ტრენინგი ლაზერული მჭრელის სპეციალობით და ჩამოაყალიბა კომპანია, რომელიც ხისგან ქმნის ულამაზეს ბლოკნოტებს. ეს ბიზნესი დასაწყისშივე საკმაოდ მომგებიანი გახდა და უახლოეს მომავალში გაფართოებას გეგმავენ.

"მთავარია, იპოვოთ განსხვავებული ნიშა, ის, რაც ადამიანებს მოსწონთ. ბიზნესი უნდა იყოს ახალი, ინოვაციური და საინტერესო. ჩემი რჩევაა, იაზროვნოთ გლობალურად და იმოქმედოთ ლოკალურად" - აღნიშნა ნინო ბუაძემ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ახალგაზრდებს აძლევს შანსს, დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნესიდეა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 5 ნოემბრამდე დარეგიტრირდნენ. შემდეგ გაივლიან ბიზნესს სატრენინგო კურსს, გაეცნობიან სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპს, გაეცნობიან ლაბორატორიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიების ბიზნეს საქმიანობაში გამოყენებისა და ამ ტექნოლოგიების ბაზაზე ინოვაციური პროდუქტების შექმნის პერსპექტივებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary