„მისია 2015“
04 ნოემბერი, 2015
„მისია 2015“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის "მისია 2015" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი უკვე 5 წელია ხორციელდება, წელს კი მისი პარტნიორი "თიბისი" ბანკია.
შეხვედრას დაესწრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობზე ახალგაზრდებისთვის. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ კრეატიული იდეა და ითანამშრომლონ სპონსორებთან.

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - "მისია" უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან.

"მისია 2015" ის პროექტია, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სწავლის პროცესში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

"აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დაინტერესება მზარდია და წლიდან წლამდე მსურველთა რაოდენობა იზრდება. ახალგაზრდული ენთუზიაზმი და კრეატიული აზროვნება ნამდვილად ყურადსაღებია და ჩვენ ნებისმიერ იდეას მივიღებთ, განვიხილავთ და მუდმივ მზაობასა და ღიაობას გამოვთქვამთ ამ კუთხით" - განაცხადა "თიბისი" ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ.

სტუდენტებს ამ პროექტში ჩართვისას ავტომატურად ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ ვირტუალური მენეჯერები.
"კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ. წელს მონაწილეებს წიგნის მაღაზიათა ქსელის "Scripta manent" საკომუნიკაციო სტრატეგია 2015-ის მომზადება მოუწევთ, ხოლო მეორე ტურში ფინალისტი გუნდები პარტნიორი ბრენდის დავალებაზე იმუშავებენ. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს. პროექტის მიზანია ახალი იდეების ხელშეწყობა, დასაქმება, პროფესიული გამოცდილება და სტუდენტების დაინტერესება" - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თამარ სეფერთელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო აპლიკაციის შევსება შეუძლიათ tsu.edu.ge-ზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary