საგრანტო კონკურსი მაგისტრანტებისთვის
03 ნოემბერი, 2015
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებისა და წესების შესახებ.


მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

პროგრამის კოორდინატორმა ვახტან ალანიამ განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილე პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი კი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

"ჩვენი მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესება, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა" - აღნიშნა ფონდის წარმომადგენელმა ხატია ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი.

გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: mr2015@rustaveli.org.ge 2015 წლის 9 ნოემბრამდე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary