მტვერი - ეკოლოგიური საფრთხე
05 ნოემბერი, 2015
მტვერი - ეკოლოგიური საფრთხე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სამეცნიერო კაფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პროფესორ მაია თოდუასთან.

საჯარო ლექციის თემა იყო - "მტვერი და კლიმატი".
მომხსენებელმა განიხილა მტვერსა და კლიმატს შორის კავშირი. მტვერი სათბურის გაზებთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე და, შესაბამისად, ეკოლოგიასა და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე. ჰაერში შეწოვილი მტვრის ნაწილაკები (აეროზოლები) არის, როგორც ბუნებრივი წარმოშობის, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული. მათი შესწავლა და გათვალისწინება კლიმატურ მოდელებში აუცილებელია პროგნოზირების გასაუმჯობესებლად.

"გლობალური ტემპერატურის ცვლილება ბუნებრივი პროცესია და ამაში საგანგაშო, ერთი შეხედვით, არაფერია. თუმცა, პინატუბოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგები მთელ მსოფლიოს დაატყდა თავს, რასაც დაემატა ბიოლოგიური სახეობების გადაშენება და ადამინის საქმიანობით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, განსაკუთრებით, ტყის მასიური ჩეხვა, რაც ქმნის საგანგაშო ფონს. ამ საკითხის ცოდნა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს მომავალთან" - განაცხადა პროფესორმა.

მტვერი ჰაერში შეწოვილი მყარი და თხევადი ნაწილაკებია, რომელიც ცვლის ღრუბლის სიმკვრივეს, სწორედ მტვერი წარმოშობს ღრუბლის არსებობას, მაგრამ ის მავნე ნივთიერებები, რომელიც ჭარბი რაოდენობითაა ჰაერში, მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

მაია თოდუამ ისაუბრა ლაზერულ რადარზე, ლიდარზე. ეს არის მოწყობილობა, რომელიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში ადგენს ატმოსფეროში არსებულ მტვრის რაოდენობას. ეს ხელსაწყო აბასთუმანის ობსერვატორიაში ინახება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოლოგიურ პროგნოზებში.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary