„ორი ფინჯანი“
05 ნოემბერი, 2015
„ორი ფინჯანი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ორი ფინჯანი" - ასეთია კატო ჯავახიშვილის ახალი წიგნის სახელწოდება, რომლის პრეზენტაცია დღეს კაფე-რესტორან "ზაზანოვაში" გაიმართა.

წიგნში შესულია დიალოგი 32 მწერალთან, მათ შორის არიან ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, გიორგი კეკელიძე, შოთა იათაშვილი, პაატა შამუგია და სხვა ქართველი მწერლები. წიგნში თავმოყრილი ინტერვიუები ოთხი წლის მანძილზე სხვადასხა გამომცემლობაში იბეჭდებოდა, საბოლოოდ კი, კატო ჯავახიშვილმა ეს ინტერვიუები ერთ წიგნად შეკრა. თავად ავტორი ამბობს, რომ ჟანრობრივად წიგნი უფრო ესეისტიკაა, ვიდრე პროზა: "ჩვენ ვიცნობთ ამ ავტორების წიგნებს, ვიცნობთ მათ შემოქმედებას, მაგრამ არ ვიცით, როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორ მოდიან ამ წიგნამდე და რა ცხოვრებას გადიან". ავტორის თქმით, სწორედ ეს იყო მთავარი არსი, აღეწერა მკითხველისთვის ავტორი თავისი ადამიანური ტკივილით, სიხარულით, დაცემითა და სხვა განცდებით, ავტორი საკუთარი შემოქმედების მიღმა. 

საღამოს ესწრებოდნენ კატოს მეგობრები, მკითხველები და დიალოგების ავტორები. შოთა იათაშვილის თქმით, ეს დიალოგები იმით არის უნიკალური, რომ მწერალსა და მწერლებს შორის შედგა: "ჟურნალისტსა და მწერალს შორის ვერ შედგებოდა ასეთი გულწრფელი დიალოგი".

"მწერლებმაც კი გავიცანით ერთმანეთი ამ დიალოგებით" - ასეთი კომენტარი გააკეთა წიგნზე დიალოგების ერთ-ერთმა რესპონდენტმა ზურაბ კანდელაკმა.

კატო სამომავლოდ "ორი ფინჯანის" მეორე ტომის გამოცემასაც გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ მრავალი კარგი ავტორი ვერ მოხვდა პირველ ტომში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary