“მე ვცადე მაინც”
06 ნოემბერი, 2015
“მე ვცადე მაინც” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ეს საღამო სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში სხვა რომ ყველაფერი დამავიწყდეს" - აღნიშნა ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა.

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ახალგაზრდა პოეტებმა ლაშა მარგიანმა, ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა, ანდრეა მოსეშვილმა და ნუცა ხრიკულმა პოეზიის საღამო სახელწოდებით - "მე ვცადე მაინც" გამართეს. 

საღამოს უამრავი ახალგაზრდა ესწრებოდა. პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ მაყურებლები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. 

"ორი საათით ადრე მივედი. პოზიტივი თავიდანვე იგრძნობოდა, იყო საოცარი ემოცია და რაღაცის მოლოდინი. ამდენი პოეზიის მოყვარული და ამდენი სიყვარული მე ერთად იშვიათად მხვდება. მე ბედნიერი ვარ"- გვითხრა ერთ-ერთმა დამსწრემ ნინი ღაჟონიამ.

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამ გაკეთდა ამ დღისთვის და მიხარია, რომ წყალში არ ჩაიყარა ამდენი შრომა. არ ვიცი, რა გითხრათ, თითოეული გამოყევით ჩემს გულს და სულ აქ იქნებით. ყურადღება ყოველთვის ღვთის მადლი მგონია ხოლმე, მე მაპატიეთ ჩემი უყურადღებობა. ვერ მოვახერხე ყველას ჩაგხუტებოდით, ჩამეკარით გულში" - დაწერა ლაშა მარგიანმა სოციალურ ქსელში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary