სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა
09 ნოემბერი, 2015
სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტის "სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა" პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში გამოიკითხა 1150 სტუდენტი: თსუ-ს, ქუთაისის, თელავისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა: არის თუ არა სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება და მომსახურების ძირითადი პრინციპები.

კვლევის შედეგების მიხედვით, სტუდენტების 49.9% ადასტურებს, რომ მათ უნივერსიტეტში შესაძლებელია ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ მათ უნივერსიტეტში ხარისხიანი განათლების მიღება სავსებით შესაძლებელია. რაც შეეხება სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებას, გამოკითხულთა 34-42% დაეთანხმა, რომ მათ უნივერსიტეტში სტუდენტების ინტერესებზეა მორგებული სწავლება. 

რაც შეეხება სტუდენტთა ჩართულობას ადმინისტრაციულ საკითხებში, 70%-ზე მეტი ეთანხმება სტუდენტთა უკუკავშირის გათვალისწინებას პედაგოგების შერჩევისას. კვლევა ასევე ეხებოდა დასაქმების პრობლემებსაც, სადაც შემდეგი შედეგები გამოვლინდა. სტუდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბაკალავრის დიპლომი არ არის საკამარისი სამსახურის დასაწყებად. მხოლოდ 16.49 % მიიჩნევს, რომ ბაკალავრიატის დამთავრება არის სრულიად საკმარისი დასაქმებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა გავლენას უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე ყველაზე დაბალი შეფასება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიანიჭეს. გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ მათ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე გავლენა არ აქვთ.

"პროექტი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან კითხვარი, ძირითადად, ეხებოდა, როგორც ტექნიკურ გამართულობას, ასევე სწავლების ხარისხს, სტუდენტებმა გამოხატეს თავისი აზრი და თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს კვლევის შედეგებს, ეს დაეხმარება მათ საერთო პრობლემების აღმოფხვრაში" - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გვანცა მელანაშვილმა.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი გოგი გოგსაძე და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. პრექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-მ. 

კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary