ქართულ-გერმანული საბაკალავრო პროგრამა
12 ნოემბერი, 2015
ქართულ-გერმანული საბაკალავრო პროგრამა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლოგისტიკაში ქართულ გერმანული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა გახსნა.

აღნიშნული პროგრამა გერმანულენოვანია და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველი ევროპული დონის ლოგისტიკის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს.

თამარ სანიკიძემ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის, როგორც საინტერესო, ასევე სასარგებლო სიახლე განათლების სფეროში. ორი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი განსხვავებული სწავლის ხარისხის მიუხედავად, ერთობლივ კურსს აწარმოებს.
"ეს პროგრამა სტუდენტებისთვის იქნება რეალური გზა დასაქმებისკენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალმა თაობებმა გადაწყვიტონ პოლიტიკური პრობლემები" - განაცხადა განათლების მინისტრმა და დასძინა, რომ ლოგისტიკის პროგრამაში ჩართული იქნება კერძო სექტორი, რადგან მათი ჩართულობის გარეშე ვერცერთი სექტორი ვერ ვითარდება.

ლოგისტიკის პროგრამის პრეზიდენტის ლასლო უნგვარის თქმით, ამ პროგრამის არჩევა შეუძლიათ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს. აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ გერმანიაში გახდნენ სტუდენტები, ხოლო აქაურ სტუდენტებს მობილობის საშუალებით შეეძლებათ გადასვლა. ლასლო უნგვარმა აღნიშნა, ამ დროისთვის მუშავდება სამაგისტრო პროგრამებიც, მისი თქმით, უნივერსიტეტებს შორის კავშირი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებს შორის. "ბოლო ორი წელია ჩვენი გუნდი მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან, წელს 170 აბიტურიენტი მოვიწვიეთ გერმანიაში სასწავლებლად" - განაცხადა TH Wildau-ის პრეზიდენტმა პროფესორმა ლასლო უნგვარმა.

ლოგისტიკის პროგრამაში სამი გერმანული უნივერსიტეტია ჩართული: ვილდაუს, ბრანდერბურგისა და ფლენსბურგის გამოყენებათა მეციერების უნივერსიტეტები. ძირითადი სასწავლო მიმართულებები ეკონომიკური და ტექნიკური მეცნიერებებია. პრეზენტაციის ბოლოს ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ოც ქართველ სტუდენტს, რომლებმაც უკვე აირჩიეს ლოგისტიკის პროგრამა, გერმანიის უნივერსიტეტის სტუდენტური ბილეთები გადასცა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary