ფილმის პრემიერა კახა ბენდუქიძის შესახებ
13 ნოემბერი, 2015
ფილმის პრემიერა კახა ბენდუქიძის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ერთი წელი გავიდა თავისუფალი უნივერსიტეტის დამაარსებლის, კახა ბენდუქიძის, გარდაცვალებიდან.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრში მის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. 

დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, "ტაბულას" მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, კახა ბენდუქიძის უკრაინელი მეგობრების მომზადებული ფილმი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მედიაკლუბის მიერ გაკეთებული ვიდეოკოლაჟი ენახათ. 

"ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ სტუდენტს, კახას მეგობარსა და თანამშრომელს ვხედავ. გვინდოდა, ამ შეხვედრაზე "ტაბულას" მიერ მომზადებული ფილმის პრემიერა შემდგარიყო, თუმცა, ბატონ კახას უკრაინელმა მეგობრებმა მოგვაწოდეს მცირე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ დღისთვის შექმნეს, ასევე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მედიასტუდიამ მოამზადა ვიდეოკოლაჟი, რომელიც შექმნილია კახა ბენდუქიძის ლექციების, საჯარო გამოსვლისა და ბლოგების საფუძველზე" - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ.

"ჩვენ გვქონდა მცდელობა, გარკვეულწილად თავი მოგვეყარა იმ აზრებისათვის, რომლებიც აღწერს კახას როლს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში" - თქვა "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღეს 13:11საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 1 წუთით შეწყდა სამუშაო პროცესი და კამპუსის ტერიტორიაზე მყოფმა ყველა ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კახა ბენდუქიძის ხსოვნას.







გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary