ბავშვად ყოფნის ფილოსოფია
18 ნოემბერი, 2015
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანა აბაშიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "ბავშვად ყოფნის ფილოსოფია".

ლექცია ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა. მომხსენებელმა ფართო ჭრილში განიხილა, თუ ვინ არის ბავშვი, რა უფლებები აქვს მას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ უფლებების რეალურ აღქმასა და აღიარებას საზოგადოების მხრიდან. მისი თქმით, საზოგადოება აღიარებს ბავშვთა უფლებებს, ასევე იმას, რომ ბავშვთა სურვილები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა, რეალურად, ისინი ამ უფლებებსა და სურვილებს თავიანთი მოთხოვნების მიხედვით უცვლიან შინაარსს, რითიც, რა თქმა უნდა, ილახება ბავშვთა უფლებები. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლების მინიჭება ბავშვებისთვის არ გულისხმობს მათზე კონტროლის არარსებობას. 

ლექციაზე დამსწრე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბავშვების არჩევნებში მონაწილეობის უფლების საკითხი. ანა აბაშიძის მოსაზრებით, ბავშვებს სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რაც დაეხმარება მათ პასუხისმგებლობის ამაღლებაში, სახელმწიფოს კი აიძულებს, მეტი ყურადღება დაუთმოს საზოგადოების მცირეწლოვანთა ფენას, განიხილოს ამ სეგმენტის პრობლემები, შექმნას სხვადასხვა პროექტი და ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. თუმცა, როგორც ლექციის სადისკუსიო ნაწილში აღმოჩნდა, დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას. მათ წამოჭრეს ისეთი საკითხები, როგორიცაა, ბავშვების არასაკმარისი ინფორმირებულობა არჩევნების და, ზოგადად, პოლიტიკის შესახებ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary