მარკეტინგული კომუნიკაცია
19 ნოემბერი, 2015
მარკეტინგული კომუნიკაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა გურამ შეროზიას მასტერკლასი ინტეგრირებულ-მარკეტინგულ კომუნიკაციაში.

საჯარო ლექცია დაიწყო მარკეტინგის არსის განმარტებითა და მისი მნიშვნელობის გააზრებით. გურამ შეროზიამ ისაუბრა თავის სამუშაო გამოცდილებაზე, დამსწრე საზოგადოებას მისცა პრაქტიკული რჩევები. 

ლექციის განმავლობაში მარკეტინგი განიხილებოდა არამხოლოდ, როგორც ცალკე დისციპლინა, არამედ საგანი, სფერო, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

"მარკეტინგის რაღაც დონეზე ცოდნა საჭიროა ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველა ადამიანი გარკვეულწილად ეწევა თვითბრენდინგს და მან უნდა იცოდეს, როგორ შეფუთოს საკუთარი თავი საუკეთესოდ, როგორ უნდა წარმოაჩინოს პოზიტიური მახასიათებლები და განავითაროს ყველა შესაძლებლობა, რაც აქვს. ამგვარად, მარკეტინგი სცილდება ვიწრო სპეციალობის ფარგლებს და გაცილებით ფართო მნიშვნელობას იძენს" - განაცხადა გურამ შეროზიამ.

მომხსენებელმა საუბრისას დიდი ყურადღება დაუთმო რეკლამას. მან ისაუბრა გაყიდვების ფაქტორებზე, მიზნობრივ ბაზარზე, მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებაზე. აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული ლექციის მსვლელობაში, ლექტორთან ერთად განიხილეს სხვადასხვა კომპანიის წარმატებული მარკეტინგული კამპანიები, ამა თუ იმ რეკლამის გავლენა მომხმარებელზე. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შეგახსენებთ,რომ გურამ შეროზია არის მარკეტინგის სპეციალისტი და აქვს სხვადასხვა კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary