გზა უბრალო წიგნიდან ბესტსელერამდე
20 ნოემბერი, 2015
გზა უბრალო წიგნიდან ბესტსელერამდე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება - "ბესტსელერად" ქცეული წიგნები.

მიწვეული სტუმარი იყო პოეტი, კინოფილმებისა და თეატრალური პიესების სცენარისტი და რადიო- და ტელეგადაცემების ავტორი და წამყვანი, აგრეთვე, საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში "რა? სად? როდის?" ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს შემდეგი ბესტსელერები: მარიო პიუზოს "ნათლია" , ჯორჯ მარტინის "სამეფო კარის თამაშები" და გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები".
ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ისაუბრა ქართველ მკითხველებსა და ქართულ ლიტერატურაზე, აგრეთვე იმ საკითხზე, თუ რა განაპირობებს წიგნის პოპულარობას და რატომ ხდება ნაწარმოები ბესტსელერი.
მომხსენებლის თქმით, კულტურა და გემოვნება წიგნის სხვა ღირსებებთან ერთად იწვევს მის პოპულარობას, იმას, თუ რამდენად იღებს მკითხველი წიგნს, ავტორსა და იდეას.

"მე მომეწონა დღევანდელი საღამო და აღვნიშნავ, რომ საკმაოდ საინტერესო თემა და სტუმარი იყო შერჩეული, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა იმ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, რომელიც შევთავაზეთ. სტუდენტური თვითმმართველობა მუდამ სთავაზობს სტუდენტებს ამ სახის ღონისძიებებს, რადგან მათი დაინტერესება მსგავსი საღამოებით დიდია და უმრავალფეროვნებს სტუდენტურ ცხოვრებას" - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა თაკო ღაჭავამ.


ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუმარმა ამომწურავად გასცა პასუხები აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს. შეხვედრამ სტუდენტებისგან მოწონება დაიმსახურა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary