გასაუბრების ფსიქოლოგია
21 ნოემბერი, 2015
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ლექცია თემაზე - "გასაუბრების ფსიქოლოგია და პრაქტიკული რჩევები".

ლექციას უძღებოდა გურამ შეროზია - კომპანია Vivus.ge-ს პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, წარსულში მაღაზიათა ქსელ "სმაილის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, "პალიტრა მედია ჰოლდინგის" სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, "თეგეტა მოტორსის" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, "თიბისი ბანკის" საცალო სესხების პროდუქტების მენეჯერი. 

მან ისაუბრა საკუთარ სამუშაო გამოცდილებაზე და ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევები მისცა.
გურამ შეროზიამ დასაქმება განიხილა, როგორც გამოცდილება, გამოცდა, პრაქტიკა და დასაქმების სასურველი შედეგი. ლექციაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა რეზიუმეს შედგენა და გასაუბრება. ძირითადი ყურადღება მომხსენებელმა გაამახვილა იმაზე, თუ რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები სამსახურის დაწყებამდე.

მან გაგვაცნო გასაუბრების ნაბიჯები, რაც ზრდის დასაქმების შანსს. გასაუბრებაზე წასვლამდე უნდა ვიცოდეთ ზოგადი ინფორმაცია კომპანიაზე, სწორად შევიმოსოთ და მაქსიმალურად ვმართოთ საკუთარი თავი. რაც შეეხება რეზიუმეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ ფოტოს, განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ტრენინგების თანმიმდევრობას.

"მთავარი პრობლემა გასაუბრებაზე მოქცევის არცოდნაა. ადამიანები ყველაზე ხშირად ამ კომპონენტში უშვებენ შეცდომას. აუცილებელია, ვიყოთ სერიოზულები და რეალურად ვისაუბროთ საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე" - განაცხადა გურამ შეროზიამ.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary