საქველმოქმედო კონცერტი
24 ნოემბერი, 2015
საქველმოქმედო კონცერტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ერეკლე დეისაძემ, ქეთი ორჯონიკიძემ, ეკუნა ყანჩაველმა, გიორგი ტაბატაძემ და სხვა მომღერლებმა.

ღონისძიების მიზანი იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის ლუკა დავიანტის დახმარება, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, აუცილებელია ლუკას გერმანიაში გადაყვანა, სადაც მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. სტუდენტები და მომღერლები ლუკას დასახმარებლად გაერთიანდნენ.

სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ, დახმარებოდნენ და წვლილი შეეტანათ ამ საქმეში.
ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, უნივერსიტეტში შეიქმნა ტექნიკური პრობლემები, რამაც გარკვეული ხარვეზები გამოიწვია, თუმცა, ამის მიუხედავად, საღამო შედგა და კონცერტის დასრულებამდე ყველა ერთად იდგა ლუკას დასახმარებლად.

"მე მჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ მის დახმარებას და სულ მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მონაწილეებს, რომლებიც ბოლო წუთამდე ჩემ გვერდით იდგნენ. მიუხედავად იმ რთული სიტუაციისა, რომელშიც მოგვიწია კონცერტის ჩატარება, მაინც ამაყი ვარ, რომ ყველა შანსს ვიყენებთ ლუკას დასახმარებლად" - განაცხადა ორგანიზატორმა ეკატერინე კალანდაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary