ნუ გაათხოვებ! განათლება მიეცი! არჩევანი მიეცი!
25 ნოემბერი, 2015
ნუ გაათხოვებ! განათლება მიეცი! არჩევანი მიეცი! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან "ქალთა მოძრაობამ" აქცია გამართა სახელწოდებით - "ადრეული ქორწინება გოგონაზე ძალადობაა".

ამავე სახელწოდების აქცია საქართველოს თორმეტ ქალაქში გაიმართა. თბილისში აქცია პერფორმანსის სახით ჩატარდა, სცენის ადგილზე მოაწყეს სასწავლო ოთახი მერხებითა და სკამებით. მთელი პერფორმანსის მანძილზე კლასს თითო გოგონა ტოვებდა შემდეგი ტექსტით: "ენკი-ბენკი-სიკლისა, ენკი-ბენკი-და, კიდევ ერთი გოგონა გა-ვი-და". ისინი თავზე ფატას იფარებდნენ და ბავშვით ხელში ერთრიგად ჩამწკრივებულ სკამზე სხდებოდნენ. პერფორმანსის ბოლოს მერხები დაცარიელდა, რადგან ყველა მოსწავლე გოგონამ სწავლის დასრულებამდე დატოვა სკოლა.

ქალთა მოძრაობის ინიციატივით მსგავსი აქციები ხშირად იმართება, რითაც ისინი ცდილობან, დაიცვან ქალებისა და მოზარდების უფლებები. სტატისტიკის მიხედვით ყოველდღე ოთხი არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა, რის გამოც ისინი წყვეტენ სწავლას. ამავე სტატისტიკის მიხედვით 2011 წლიდან 2013 წლამდე 7367-მა გოგონამ მე-7-დან მე-9 კლასამდე განათლების მიღება შეწყვიტა.

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, ხოლო 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary