რატომ უნდა მივიღოთ განათლება და როგორ გავხადოთ ის პოპულარული საქართველოში?
26 ნოემბერი, 2015
რატომ  უნდა მივიღოთ განათლება და როგორ გავხადოთ  ის პოპულარული საქართველოში? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა სახელწოდებით - "რატომ უნდა მივიღოთ განათლება და როგორ გავხადოთ ის პოპულარული საქართველოში".

დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნეს ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ლევან თაღიაშვილმა და კომპანია ,,დი ენ ეს კვადრატის'' დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა სერთმა.
სტუდენტებმა განათლების მიღების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს, ასევე მიმოიხილეს მათი გადაჭრის გზები. ორგანიზატორთა თქმით, ლექციის მიზანიც სწორედ ეს იყო.

"ქართული საზოგადოება აშკარად განიცდის ინტელექტის ნაკლებობასა და ზოგად ცოდნას, ამასთან ხასიათდება დილეტანტიზმით. ამ ლექციის მიზანი იყო, უშუალო და შინაურულ გარემოში ამეხსნა ჩემი ჯგუფელებისთვის, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ განათლება. პირადად მე, მქონდა ეს პრობლემა წლების წინ და გავუზიარე ჩემი ცოდნა მოსულ სტუმრებს. ლექციის ფორმულირება რომ მოვახდინო და ორი სიტყვით გადმოვცე შინაარსი, დაახლოებით ასეთ სახეს მივიღებთ: კარგი ტიპობა + განათლება = წარმატებას. გაცრეცილი სიტყვები და მოდიდან გადასული ფრაზები მთლიანად ამოსაღებია ჩვენი ლექსიკიდან. 21-ე საუკუნეა და სტანდარტები ძალიან სწრაფად იცვლება. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემებია განათლების სისტემაში, სკოლებში, უნივერსიტეტებში. ჩემი აზრით, ძირფესვიანად არის შესაცვლელი ყველაფერი, პირველ რიგში, მენტალობა. ასეთი შეხვედრით ხელს შევუწყობთ ადამიანების ტვინებში ჭანჭიკის გადაბრუნებას და ცხოვრების განსხვავებული კუთხით დანახვას" - თქვა ჩვენთან საუბარისას ლევან თაღიაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary