გრიფით საიდუმლო
27 ნოემბერი, 2015
გრიფით საიდუმლო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ასისტენტ-პროფესორის, თამარ ბელქანიას, საჯარო ლექცია თემაზე - "გრიფით საიდუმლო".
ლექცია დაიწყო ზოგადი მიმოხილვით. მომხსენებელმა თავიდანვე გამიჯნა ისტორია, როგორც რეალობა და ისტორია, როგორც ლეგენდა, ის, რაც წიგნებში წერია. საუბარი შეეხო იმას, თუ ვინ ქმნის ისტორიას, რამდენად რეალურია ფაქტები და, ზოგადად, რატომ იწერება ასე ცოტა საქართველოს უახლეს ისტორიაზე.

თამარ ბელქანიას თქმით, საქართველოს არ აქვს ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, სხვა ქვეყნებში კი საუკეთესო ისტორიკოსები, მეცნიერები და ეთნოგრაფები მუშაობენ და ტომებად გამოსცემენ და ეს მიღებული პრაქტიკაა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ოკუპაციის მუზეუმის არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

საჯარო ლექციაზე დამსწრე საზოგადოებამ იხილა დოკუმენტური მასალა, რომელიც საუკუნის მანძილზე გრიფით საიდუმლო იყო. 12 დოკუმენტი, რომელთა უმეტესობაც საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება ,მათ შორის არის ბერიასა და სტალინის მიმოწერა, ე.წ. "ტორიკა"-ს წევრების მონაცემები, დასახვრეტ ადამიანთა სიები, სასიკვდილო განაჩენი.
დამსწრე საზოგადოების ძირითად ნაწილს სტუდენტები წარმოადგენდნენ, მათ დასვეს კითხვები და ლექციის მსვლელობისას დისკუსიაც მოეწყო.

"ისტორია არ არის ის, რაც შელამაზებულია. ისტორია ზუსტი მეცნიერებაა და რეალობის, სინამდვილის ასახვას ემსახურება. ეპოქის წაშლა და რაიმე ისტორიული ფაქტის გამოტოვება დანაშაულია. კარგად უნდა ვიცოდეთ საბჭოთა კავშირის ისტორია, რათა მისი ყველა გამოვლინება ვიცნოთ. საქართველო ხომ კავკასიაში მთავარი ციტადელი იყო და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი რგოლი. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის არქივი გახსნილი და ხელმისაწვდომია, ეს გარკვეულწილად საქართველოს დემოკრატიის ინდიკატორია" - განაცხადა თამარ ბელქანიამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary