მოტივაციის ძალა
28 ნოემბერი, 2015
მოტივაციის ძალა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "მენეჯერთა კლუბის" ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - "მოტივაციის ძალა".

შეხვედრას წარუძღვა სპეციალურად მოწვეული სტუმარი, Speak Up in Georgia-ს ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტორს მომსახურების სააგენტოს ტრენინგებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ კანაშვილი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს 10-მდე თანამდებობრივ პოზიციას, 300-ზე მეტ ჩატარებულ ტრენინგს და 20 ღონისძიების ორგანიზებას.
შეხვედრაზე წარმოადგინეს დანგრეული მითები, თეორიები წარმატების მიღწევაზე და პრაქტიკული რჩევები კარიერისთვის.
"მთავარი პრობლემა, რასაც ადამიანი კარიერის დასაწყისში აწყდება - გამოცდილებაა. დამსაქმებელი 21-22 წლის ადამიანისგან მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას მოითხოვს, რაც არარეალურად ჟღერს. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ კარიერა დაბალ პოზიციაზე მუშაობით იწყება. განვითარება და ზრდა მუდმივი პროცესია, რომელსაც ყოველთვის მოაქვს შედეგი" - განაცხადა თამარ კანაშვილმა.
მომხსენებელმა ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა, რაც შრომის ბაზარზე გასათვალისწინებელია.
დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ლექციის მსვლელობაში. თამარ კანაშვილმა სტუდენტებს შესთავაზა სიმულაციური თამაში მოტივაციაზე, რომლის დასასრულს გამოიკვეთა მოტივაციის ძალა და მისი პოზიტიური გავლენა ადამიანებზე.
შეხვედრამ სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary